თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფის მეორე შეხვედრაში „მურსიის“ წინააღმდეგ „ბარსელონას“ რიგებში საუკეთესო იყო #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ ეტაპზე თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სერიას „მურსიასთან“ ატარებს. მას შემდეგ, რაც კატალონიელებმა პირველი, გასვლითი მატჩი მოიგეს, მათ საკუთარ მოედანზე სერიის დასრულების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა მეორე შეხვედრა 87:90 დათმეს და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. ქართველმა მოედანზე 25 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი შესძინა. მან 7-დან 4 ორქულიანი ზუსტად ისროლა და 12-დან 10 საჯარიმო გამოიყენა.
გადამწყვეტი შეხვედრა გუნდებს შორის 6 ივნისს გაიმართება.