თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველ სიმბოლურშია
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველ სიმბოლურშია

ესპანეთში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ACB ლიგის ხელმძღვანელობამ 2017-18 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ხუთი რჩეულ კალათბურთელს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” ფორვარდი თორნიკე შენგელია.

სრულად ესპანური სეზონის სიმბოლური ასე გამოიყურება: ჰენკ ნორელი (“გიპუსკოა“), გარი ნილი (“სარაგოსა“), ლუკა დონჩიჩი (“რეალი”), თორნიკე შენგელია (“ბასკონია“), სილვენ ლანდესბერგი (“ესტუდიანტესი“).

ამ მომენტისთვის, თორნიკე შენგელია ლიგის ლიდერია სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტით (19.7), მესამეზეა ქულების საშუალო რაოდენობით (16.4) და მე-14 ადგილზე – მოხსნებით (5.6). რეგულარულ სეზონში ქართველი სამჯერ დაასახელეს ტურის საუკეთესო მოთამაშედ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, თორნიკე შენგელია ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.