თორნიკე შენგელია „ეფესთან“ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

01:30, 25.03.2026

საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე თურქულ „ეფესს“ შეხვდა და მეტოქე 78:71 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა – მან გუნდს 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ ხუთი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 19 მოგება და 14 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მეცხრე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეიოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს.

შემდეგ მატჩს „ბარსელონა“ 27 მარტს „ცვრენა ზვეზდასთან“ ითამაშებს.

მსგავსი