თორნიკე რიჟვაძე - მაქსიმალურად ვეცდები, რომ „შუქურას“ პრობლემები მოვაგვაროთ #1TVSPORT
თორნიკე რიჟვაძე - მაქსიმალურად ვეცდები, რომ „შუქურას“ პრობლემები მოვაგვაროთ #1TVSPORT

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისთან“ ქობულეთის „შუქურას“ ფრედ (4:4) დასრულებულ შეხვედრას გამოეხმაურა და გუნდში არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ქობულეთის „შუქურამ“ დღეს ბოლომდე იბრძოლა და, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ძალიან ღირსეულად ითამაშა, რაც ყველა გულშემატკივარს გვიხარია! მაქსიმალურად ვეცდები, რომ ერთად მოვახერხოთ გუნდში არსებული პრობლემების მოგვარება. მჯერა, რომ გვერდში დგომითა და დახმარებით „შუქურა“ გააგრძელებს წინსვლას და „ვიკინგებთან“ ერთად გუნდის არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – წერია აჭარის მთავრობის მეთაურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის „შუქურა“ მცირე ხნის წინ გუნდის დირექტორმა, გიორგი დოლიძემ დატოვა, რომელმაც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ღიად ისაუბრა.

ქობულეთელთა ფანკლუბმა „ვიკინგებმა“ კი გუნდიდან ინვესტორის წასვლის აუცილებლობის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა.