თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში ბათუმი გააკეთებს სწორ, სამართლიან არჩევანს
თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში ბათუმი გააკეთებს სწორ, სამართლიან არჩევანს

დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში ბათუმი გააკეთებს სწორ, სამართლიან არჩევანს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, რესან კონცელიძისა და ტიტე აროშიძის შესახებ საუბრისას.

„დღეს ბათუმელებს წარუდგინეს ორი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომლებიც იბრძოლებენ მაჟორიტარობისთვის, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე უმაღლეს საბჭოში.

დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში ბათუმი გააკეთებს სწორ, სამართლიან არჩევანს და ეს ორი ადამიანი, ასევე ჩვენი პარტია მოიპოვებს გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატად რესან კონცელიძე წარადგინა, ხოლო უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე.