თორნიკე ოქრიაშვილი ტურის საუკეთესო გოლის ავტორია [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე ოქრიაშვილი ტურის საუკეთესო გოლის ავტორია [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის შემდეგ გოლი კვიპროსის სუპერლიგაშიც გაიტანა, ტურის გოლის ავტორად აღიარეს – ინფორმაციას pasp-ის (კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირი) ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირი ყოველი ტურის შემდეგ გულშემატკივრების გამოკითხვას ატარებს. თორნიკეს დაუფასეს გოლი, რომელიც ნიქოზიისაპოელის“ ფორმით კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

სტოიქსიმანის პრიზი თორნიკე ოქრიაშვილისაა. მან ტურის გოლი გაიტანა. ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში სწორედ მისმა გოლმა გაიმარჯვა. კენჭისყრა PASP-ის ვებგვერდზე მიმდინარეობდა. „აპოელის“ ფეხბურთელის გოლი საუკეთესოდ გამოკითხულთა 51%-მა აღიარა“, – წერია კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

 

საინტერესოა, რომ ლიმასოლის აელ-ის ბრაზილიელი მცველის, ეულერის გოლს ხმა გამოკითხულთა 42-მა პროცენტმა მისცა, ხოლო – „დოქსას“ ნახევარმცველმა, ტიჯანი ანაანემ მხოლოდ 7 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო.

სუპერლიგის მე-6 ტურში ქართველების გუნდმა საკუთარ მოედანზე ახნასეთნიკოსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ოქრიაშვილმა 45+2-ე წუთზე ანგარიში გახსნა და ეს ნამდვილი შედევრი იყო – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯარიმა ლამის კუთხურის ალმიდან შეასრულა და ბურთი შორეულ კუთხეში ჩაახვია.