თორნიკე ოქრიაშვილი - საუკეთესოდ არ მითამაშია, მაგრამ მთავარია, გავიტანე
თორნიკე ოქრიაშვილი - საუკეთესოდ არ მითამაშია, მაგრამ მთავარია, გავიტანე

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა კომენტარი გააკეთა კვიპროსის ჩემპიონატს მეორე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელიც ფამაგუსტელებმა სტუმრად „პაფოსთან“ 1:0 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მთელი მატჩი აქტიური იყო და პირველ ტაიმში თანაგუნდელები ორჯერ მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომლებმაც ამ შანსით ვერ ისარგებლეს. ტაიმის მიწურულს თორნიკემ ყვითელი ბარათი მიიღო. 74-ე წუთზე გატანაც შეეძლო, მაგრამ კარის წინ მარტო დარჩენილმა თავური დარტყმით ბურთი მიზანს ააცილა. თუმცა, 90-ე წუთზე, მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და „ანორთოსისს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა 1:0.

ოქრიაშვილის გოლითა და ლორიას აღებული პენალტით – „ანორთოსისი“ ჩემპიონატის ლიდერია (ვიდეო)

ოქრიაშვილმა „პაფოსთან“ გამარჯვების გამარჯვების მიუხედავად, აღიარა, რომ საუკეთესო თამაში არ ჩაუტარებია. გოლით კი გახარებული იყო.

„დღეს საუკეთესო თამაში ნამდვილად არ მიჩვენებია, რადგან გუშინდელ ვარჯიშზე მსუბუქი ტრავმა მივიღე. ვცდილობდი, რომ ბოლომდე დავხარჯულიყავი. მეტოქეებმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს, ხოლო ჩვენ პენალტი გოლად ვაქციეთ. მთავარია, რომ ამით ვისარგებლე და გოლი გავიტანე,” – თქვა ოქრიაშვილმა.

ამ მოგებით ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 2 ტურის შემდეგ მაქსიმუმი, 6 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა.