თორნიკე ოქრიაშვილი - პენალტის გატანაც არაა ადვილი (ვიდეო)

ფამაგუსტას „ანორთოსისის” ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან” მოგებული (2:0) მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილმა გააკეთა.

„ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი გოლი გავიტანე. მართალია, ეს პენალტით შევძელი, მაგრამ მისი მუდამ გატანაც ადვილი არ არის. ორი წაგების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ. ეს ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. გულშემატკივრების გარეშე თამაში ადვილი არაა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა მოიგ,“ – ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ 2:0 სძლია. 23-ე წუთზე ანგარიში გიორგი ქვილითაიამ გახსნა, ხოლო 90+1-ე წუთზე მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად თორნიკე ოქრიაშვილმა გარდასახა – 2:0.

ოქრიაშვილმა მიმდინარე სეზონში „ანორთოსისის“ ფორმით მე-6 შეხვედრა ჩაატარა და მეოთხე გოლი გაიტანა.