თორნიკე ოქრიაშვილი - მადლობა ხვიჩას, მან ეს დუბლი დაიმსახურა #1TVSPORT
თორნიკე ოქრიაშვილი - მადლობა ხვიჩას, მან ეს დუბლი დაიმსახურა #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილმა შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების მოგებაზე (2:0) გააკეთა კომენტარი.

საქართველოს ნაკრების 29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა უპირველესად მადლობა გულშემატკივრებს გადაუხადა და მოგებაში მათ როლზე ილაპარაკა:

„ძალიან გახარებულები ვართ. მინდა, მივულოცო მთელს საქართველოს და ბათუმს, რადგან ძალიან მაგარი მხარდაჭერა იყო – ძალიან მაგრები ხართ, ჩვენ კი ძალიან მაგრად ვისიამოვნეთ, რადგან ფანები ერთი წამით არ გაჩერებულან“, – განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა.

მისი აზრით, ბოლო მატჩის მოგება დამსახურებულია და არა გამართლების შედეგი: 

„რაც შეეხება ამ მოგებას, სახლში ამას დიდხანს ველოდით – თანაც, ასეთ ძლიერ გუნდს, შვედეთს დამსახურებულად მოვუგეთ. მე ვერ ვიტყოდი, რომ გაგვიმართლა ან რაღაც მსგავსი მოხდა. მოგება დამსახურებული იყო და ყველას გილოცავთ“.

თორნიკე ოქრიაშვილმა განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას როლი გამოარჩია, რომლის დუბლითაც შვედეთთან მოვიგეთ: 

„ვულოცავ საქართველოს და ხვიჩა კვარაცხელიას, მან დღევანდელი ორი გოლი დაიმსახურა და მადლობას იმისთვის, რაც ჩვენი ნაკრებისთვის გააკეთა“.

დატოვე კომენტარი