თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და „გაგრაში“ ითამაშებს, სადაც პროფესიულ კარიერას იწყებდა.
33 წლის თორნიკე ოქრიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 გოლი აქვს გატანილი.
თორნიკე 16 წლის იყო, როცა პირველი პროფესიული კონტრაქტი „გაგრასთან“ გააფორმა. 2010 წლის 14 მაისს მან უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი გოლი „ცხინვალთან“ გაიტანა.
კარიერის განმავლობაში ოქრიაშვილმა არაერთ გუნდში ითამაშა: დონეცკის „შახტარში“, მარიუპოლის „ილიჩივეცში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, ბელგიურ „გენკში“, თურქულ „ესკიშეჰირსპორში“, ასევე „კრასნოდარში“, კვიპროსულ „ანორთოსისსა“ და აპოელ-ში.
2023 წლის თებერვალში თორნიკე კვლავ დაბრუნდა საქართველოს ლიგაში და „გაგრაში“ ჩაირიცხა, 2024 წლის 6 აპრილს კი „დინამო თბილისში“ გადავიდა.