თორნიკე ოქრიაშვილი - იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის იმედი მაქვს #1TVSPORT
თორნიკე ოქრიაშვილი - იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის იმედი მაქვს #1TVSPORT

აპოელის“ ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი „ანორთოსისთან“ ბოლო ტურის შედეგით (1:1) და ჩემპიონობის შანსის დაკარგვით უკმაყოფილოა.

აპოელის“ ლეგიონერი იმედოვნებს, რომ ბოლო ტურში „პაფოსთან“ გაიმარჯვებს, ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე საგზურს მოიპოვებს.

„ბოლო ტურის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. „ანორთოსისთან“ ბევრი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ „ანორთოსისიც“ კარგი გუნდია და მათ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, გვქონდა ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ჯერ კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა, რომლის მოგებაც მოგვიწევს, ჩემპიონთა ლიგაზე რომ გავიდეთ“, – ამბობს ოქრიაშვილი.

მან მიმდინარე სეზონიც შეაფასა და განაცხადა, რომ „აპოელს“ ხელი შეუთამაშებლობამ შეუშალა: 

„რთული სეზონი იყო. ჩვენ რეალურად სრულიად ახალი გუნდი ვიყავით. ნელ-ნელა გავუგეთ ერთმანეთს და როცა შევთამაშდით, კარგადაც ავთამაშდით, ჩემპიონატობას მივუახლოვდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა ბოლო თამაში გველის და უნდა გავიმარჯვოთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რომ მოვხვდეთ“.