თორნიკე ოქრიაშვილი - „ანორთოსისში“ და კვიპროსზე არ დავრჩები, წინადადებები მაქვს რუსეთიდან, თურქეთიდან #1TVSPORT
თორნიკე ოქრიაშვილი - „ანორთოსისში“ და კვიპროსზე არ დავრჩები, წინადადებები მაქვს რუსეთიდან, თურქეთიდან #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი „ანორთოსისიდან“ მიდის, რადგან მას უკეთესი შემოთავაზებები აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კვიპროსულ რადიო „აქტივთან“ ილაპარაკა.

„გუნდთან ხელშეკრულება თვის ბოლოს მეწურება. გუნდის პრეზიდენტ ამბულასთან ჩემი მომავლის შესახებ ვისაუბრე. რამდენიმე შემოთავაზება მაქვს და ალბათ, არც „ანორთოსისში“ დავრჩები და არც კვიპროსში. შემოთავაზებები მაქვს რუსეთიდან, თურქეთიდან, კვიპროსიდან, საუდის არაბეთიდან, კორეიდან. ეს 6-7 წინადადება უნდა განვიხილო“, – თქვა ოქრიავშილმა.

ქართველმა ფეხბურთელმა არ დამალა, რომ „ანორთოსისის“ კონკურენტებიც იწვევდნენ: „წინადადებები მაქვს „ომონიიდანაც“ და „აპოელიდანაც“, ეს ოფიციალური წინადადებები იყო, მაგრამ კონტრაქტი არც ერთთან არ გამიფორმებია. ახლა წავალ საქართველოში, სადაც ჩვენი ეროვნულ ნაკრების შეკრებაა და მაისის ბოლომდე გადავწყვეტ და ავირჩევ სად წავიდე“.