თორნიკე ოქრიაშვილი - ამიტომაც მინდა რუსეთში დარჩენა
თორნიკე ოქრიაშვილი - ამიტომაც მინდა რუსეთში დარჩენა

თორნიკე ოქრიაშვილს გამომცემლობა „სპორტს.რუ”-მ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. „კრასნოდარიდან“ წამოსული საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რუსულ გამოცემასთან შესაძლო ვარიანტებზე ლაპარაკობს.

„უცნაური შეგრძნებები მაქვს – პირველად ჩემს კარიერაში უკლუბოდ დავრჩი და შემოთავაზებებს ველოდები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შვებულების დასასრულს ყველაფერი გარკვეული იქნება და იანვრის დღესასწაულების შემდეგ ახალი გუნდთან ერთად შეკრებაზე გავემგზავრები. როცა საქართველოში ჩავალ, ფუტსალის ეროვნული ნაკრების ბიჭებთან ერთად ყოველდღე ვითამაშებ,“ – ამბობს ოქრიაშვილი.

ამ ლაპარაკიდან გაირკვა, რომ ის რუსეთში დარჩენას აპირებს – „უცებ როგორი ასოციაციები გაგიჩნდათ, რომ მხოლოდ „მაკრატელას“ ვურტყამ? ამიტომაც მინდა რუსეთში დარჩენა, რათა ყველას ვაჩვენო, რომ მე შემიძლია არა მხოლოდ „მაკრატელას“ გატანა, არამედ უბრალოდ, ფეხბურთის თამაშიც. ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა და თავი ნორმალურად ვერ გამოვავლინე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი შემიძლია – მაგრამ უფრო მეტი პრაქტიკა მჭირდება“.

ოქრიაშვილის „კრასნოდარში“ გადასვლის ინიციატორი ოლეგ კონონოვი იყო, რომელიც ახლა მოსკოვის „სპარტაკში“ დანიშნეს. ქართველი ფეხბურთელის თქმით, მასთან მუშაობა მოეწონა – „ოლეგ კონონოვთან მცირე ხნით ვიმუშავე. კონონოვი უკრაინის ჩემპიონატიდან მიცნობს. ის ლოვოვის „კარპატს“ ავარჯიშებდა და მათ წინააღმდეგ ყოველთვის კარგად ვთამაშობდი. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, კონონოვს „კრასნოდარში“ ჩემი აყვანა ადრეც სურდა. მისვლიდან ოთხ დღეში შემადგენლობაში ჩემს დაყენებას გეგმავდა. სამწუხაროა, რომ ის მალევე წავიდა. მასთან 4-5 ჯერ ვივარჯიშე და ძალიან მომეწონა. არ ყვირის, არ იგინება. ეს იყო ძალიან კომფორტული ურთიერთობა, გარდა ამისა, მისი სტილიც მომწონს. მასთან „სპარტაკში“ თუ გადავალ? გადაეცით, რომ სიამოვნებით – ეს ძალიან კარგი იქნებოდა“.

მან უარყო ხმები, თითქოს, „კრასნოდარიდან“ რეჟიმის დარღვევის გამო წამოვიდა – „ანონიმური ტელეგრამ-არხზე მეც წავიკითხე ამბავი, თურმე ზაფხულში შეკრებისას, მამაეევთან, შიშკინთან, სინიცინთან და კრიციუკთან ერთად, ღამით სადღაც გავიქეცით და დილას სამედიცინო შემოწმებაზე უარი ვთქვით. სისულელეა! „კრასნოდარში“ ეს უბრალოდ შეუძლებელია. ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ კლუბში არ ხდება. ჯერ ერთი, შეკრებაზე ყველა ხელისგულზეა. მეორეც, ეს დიდი ჯარიმას უკავშირდება – ხელშეკრულების მიხედვით, 10 ათასი ევროთი დაგაჯარიმებენ. ფიქრობთ, რომ ასე გავრისკავდი?“.

დატოვე კომენტარი