თორნიკე ონიკაშვილმა და სანდრო მელიქიძემ მსოფლიო უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

11:35, 01.08.2023

ქართველმა წყალში მხტომელებმა, სანდრო მელიქიძემ და თორნიკე ონიკაშვილმა ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე მსოფლიოს საუნივერსიტეტო თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ქართველმა სპორტსმენებმა სამი მეტრიდან სინქრონულ ხტომაში მესამე ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ეს უნივერისადაზე ამ სპორტის სახეობაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მედალია.

მსგავსი