თორნიკე ნაგლიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელ ძიუდოისტებს შორის, ქართველი თორნიკე ნაგლიაშვილი ნახევარფინალში ესპანელ სპორტსმენთან დამარცხდა.
ის 66კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.