თორნიკე მაზიაშვილმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
თორნიკე მაზიაშვილმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში დღეს სტარტი აიღო ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ძიუდოში.

პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი (ორივე 60 კგ-ში) ასპარეზობენ. თორნიკემ პირველ დაპირისპირებაში რუმინელი მატეი დაამარცხა და მერვედფინალში ავსტრირლ აუერს შეხვდება.

ცოტა ხნის წინ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში გიორგი სარდალაშვილმა. მან ფრანგ ენცო ჯიანს სძლია და მეოთხედფინალში გასასვლელად კოლუმბიელ მორატოს დაუპირისპირდება.

მთლიანობაში მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით იასპარეზებს. ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ცხრა ვაჟია, ხოლო ოთხი ქალი. ჩვენი გუნდის წევრები მამაკაცთა შეჯიბრზე ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლენ. 66 და 100 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება, ოთხი წონა კი გაორებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წელს ამომავალი ვარსკვლავის წოდება მიანიჭა.