თორნიკე კვარაცხელიამ „ბაიერნის“ 17-წლამდელთა გუნდში ტესტმატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა #1TVSPORT
თორნიკე კვარაცხელიამ „ბაიერნის“ 17-წლამდელთა გუნდში ტესტმატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა – თორნიკე კვარაცხელია მიუნხენში იმყოფებოდა, მისი შეძენით „ბაიერნიადაინტერსებული – 16 წლის ტალანტმა მიუნხენელთა 17-წლამდელთა გუნდში ტესტმატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა – ინფორმაციას გამოცემა Tageszeitung-ი ავრცელებს.

„თორნიკე კვარაცხელიამ „ბაიერნის“ 17-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ტესტმატჩი ჩაატარა, რომელშიც მიუნხენელებმა კლაუს აუგენტალერის აკადემიის გუნდს 3:1 სძლიეს – ერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. კვარაცხელიას თამაშის სანახავად მატჩს „რეკორდმაისტერისმთავარი სკაუტი ნილს შმადტკეც ესწრებოდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თორნიკე ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ფიზიკურად და ინტენსივობის მხრივ კი მოსამატებელი აქვს, თუმცა, საბოლოო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ვინაიდან საქართველო ევროკავშირი წევრი არაა, კვარაცხელიას გერმანიაში გადასვლა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც 18 წლის გახდება, მანამდე კი, შესაძლოა, გამოსავალი „ბაიერნის“ პროექტ Red&Gold-ის რომელიმე კლუბში იჯარით გაშვება იყოს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ბაიერნი“ ხვიჩა კვარაცხელიასაც იწვევდა, მაგრამ მაშინაც ხელშეკრულების გაფორმება ამავე მიზეზით ვერ შეძლო.