თორნიკე გორგიაშვილი - საწყენია, რომ საბანაძემ კარიერა ასე ნაადრევად დაასრულა
თორნიკე გორგიაშვილი - საწყენია, რომ საბანაძემ კარიერა ასე ნაადრევად დაასრულა

გორის „დილას“ ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა სეზონის განახლებამდე გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.

უფეხბურთობის შევსებას ვერაფრით ვახერხებდი, მაგრამ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, ამ დროის შევსებას წიგნების კითხვით და ფილმების ყურებით ვავსებდი. რაც ყველაზე მთავარია, ამ დროს მეუღლესთან და შვილთან ერთად ვატარებდი. იძულებითი პაუზა და უთამაშებლობა ყველას დაგვეტყო, მაგრამ კონდიციების აღდგენაზე, როგორც მე, ასევე მთელი გუნდი ვმუშაობთ“, – ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.

„დილას“ გამოცდილი ნახევარმცველი ყოფილი თანაგუნდელის, ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელის, ნიკა საბანაძის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა.

„გულწრფელად თანავუგრძნობ ნიკა საბანაძეს მომხდარის გამო, იგი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ძალიან საწყენია, რომ ასე ნაადრევად მოუწია საყვარელი საქმისთვის თავის დანებება. მომავალ კარიერაში წარმატებას მთელი გულით ვუსურვებ“, – აცხადებს გორგიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამოს“ 29 წლის თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ კარიერა ტრავმის გამო დაასრულა. ის 2019 წლის ზაფხულში მიღებულ ტრავმას მოერია, თებერვალში ვარჯიშიც განაახლა და ეროვნულ ლიგის საწყისი ტურებიც ითამაშა. თუმცა, ტკივილები ყოველდღიურად თავს ახსენებდა და კარიერა დაასრულა.