თორნიკე გაფრინდაშვილმა პოლონეთში გაიტანა და მომავალი სეზონიდან უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს - კაკაბაძის „კრაკოვიამ“ „ლეგია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSORT
პოლონეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა, რომლის „არკაც“ შინ „ტიხს“ დაუზავდა – 2:2. ქართველმა ფეხბურთელმა მე-13 წუთზე გუნდი დააწინაურა და მიმდინარე სეზონში მესამე გოლი მიითვალა (მის ანგარიშზე შვიდი საგოლე გადაცემაცაა). სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „არკამ“ პირველი ლიგის ჩემპიონობა გაინაღდა და მომავალ სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში (ექსტრაკლასა) ითამაშებს.
შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ოთარ კაკაბაძემ, რომლის „კრაკოვიამ“ შინ „ლეგიას“ 3:1 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველმა გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება (7.8 ქულა) მიიღო. „კრაკოვია“ მე-6 ადგილზეა.
შვეიცარიის სუპერლიგის ბოლოსწინა ტურში ქვეყნის ჩემპიონი „ბაზელი“ გასვლით მატჩში „იანგ ბოიზთან“ 2:6 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში გაბრიელ სიგუამ 83-ე წუთიდან ითამაშა. „ბაზელი“ პირველ ივნისს შვეიცარიის თასის ფინალში „ბიელს“ შეხვდება და დუბლის შესრულებას შეეცდება.