თორნიკე გაფრინდაშვილის გოლი „ზაგლებიეს“ მოგებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე გაფრინდაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში გაიტანა და „ზაგლებიეს“ „სტალთან“ საშინაო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 2:0.

ექსტრაკლასას 33-ე ტურის დაპირისპრებაში ქართველი შემტევი ნახევარმცველი „ზაგლებიეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა. გაფრინდაშვილმა ანგარიში გახსნა და გუნდის გამარჯვებას სათავე დაუდო.

თორნიკემ ჯერ 28-ე წუთზე სცადა თავის გამოჩენა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. თუმცა 33-ე წუთზე მიზანს მაინც მაიღწია და გუნდი დააწინაურა. ტაიმის ბოლოს, 45+2-ე წუთზე კურმინოვსკიმ მეორე გოლი გაიტანა და ქართველის გუნდმა ეს უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.

33 ტურის შემდეგ „ზაგლებიე“ 44 ქულით მე-7 ადგილზეა, ვერც ევროსაგზურს მოიპოვებს და ლიგიდან გავარდნის საფრთხეც თავიდან აიცილა. თორნიკე გაფრინდაშვილმა კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში მეორე გოლის გატანა მოახერხა.