თორნიკე გაფრინდაშვილის „არკა“ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა #1TVSPORT
თორნიკე გაფრინდაშვილის „არკა“ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა #1TVSPORT

კვიპროსის სუპერლიგის ტურში ლაშა დვალის აპოელ-მა საკუთარ მოედანზე „პაფოსს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი, რომელიც გუნდიდან წასვლას აპირებს, მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

გიორგი ქვილითაიას „არისმა“ „ომონიასთან“ დიდი სხვაობით წააგო პირველი ტაიმი (0:3), თუმცა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება შეძლო და ქულა მოიპოვა – 3:3. ქართველ თავდამსხმელს არც ამ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. „არისი“ ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

პოლონეთის პირველ ლიგაში თორნიკე გაფრინდაშვილის „არკა გდინია“ პლოცკის „ვისლასთან“ გასვლაზე 0:1 დამარცხდა, თუმცა შედეგი გადამწყვეტი არ აღმოჩნდა – გუნდმა პოლონეთის ექსტრაკლასაში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა. დარჩენილ ორ ტურში გაირკვევა, პირველობას შეინარჩუნებს თუ სუპერლიგაში მეორეადგილოსნის სტატუსით გადავა.

რაც შეეხება ესპანეთის ლა ლიგა 2-ს – გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ შინ „ეიბართან“ 0:2 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო, გუნდის განაცხადში არ იყო.