თორნიკე ძოწენიძე „დილას“ ფეხბურთელია #1TVSPORT
თორნიკე ძოწენიძე „დილას“ ფეხბურთელია #1TVSPORT

თორნიკე ძოწენიძე კარიერას „დილაში“ გააგრძელებს – 22 წლის ცენტრალურ მცველზე ინფორმაციას გორის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. თორნიკემ გასული სეზონი „თელავის“ რიგებში გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 27 მატჩი ჩაატარა. თორნიკე „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პირველად „დინამო თბილისში“ თამაშობდა. ახალგაზრდა მცველი საქართველოს 20 და 21 წლამდელთა ნაკრებების წევრიც იყო.

ეს „დილას“ პირველი შენაძენი არ არის. ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ გორის კლუბთან კონტრაქტები გააფორმეს მეკარე დემეტრე ბულისკერიამ, „სამტრედიას“ შემტევმა გიორგი ლომთაძემ, ლიგა2-ისა და „გაგრას“ საუკეთესო ბომბარდირმა თამაზ მაქაცარიამ.

გარდა ამისა, ბრაზილიელმა და ქართველმა მარჯვენა მცველებმა – ალეფ სანტოსმა და რეზო ჩიტეიშვილმა „დილასთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივეს და კლუბში 2023 წლის ბოლომდე დარჩებიან.

ეროვნული ლიგა 2021 „დილამ“ ბრინჯაოს მედლებით დაასრულა და ახალ ევროსეზონში კონფერენს-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.