„ტორინოს“ „ნაპოლიდან“ ჯოვანი სიმეონეს შეძენა სურს, ანტონიო კონტე ტრანსფერის წინააღმდეგია #1TVSPORT
„ტორინოს“ „ნაპოლიდან“ ჯოვანი სიმეონეს შეძენა სურს, ანტონიო კონტე ტრანსფერის წინააღმდეგია #1TVSPORT

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ტორინო“ მზადაა, „ნაპოლიდან“ არგენტინელი თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე გადაიბიროს.

ტურინული კლუბი 10-12 მილიონი ევროს ფარგლებში წინადადებას ამზადებს, რომელიც ფეხბურთელის იჯარით აყვანას და შემდეგ მის გამოსყიდვას გულისხმობს.

ამ მომენტისთვის „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ტრანსფერის წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ სიმეონე მისი პროექტის ნაწილია.

ჯოვანი სიმეონე „ნაპოლიში“ 2022 წელს „ვერონადან“ ჯერ იჯარით გადავიდა, ხოლო კლუბმა ის 2023 წლის ზაფხულში გამოისყიდა. მოქმედი კონტრაქტი არგენტინელს 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.