„ტორინომ“ მაცარი დაითხოვა და ახალი მწვრთნელი დანიშნა
„ტორინომ“ მაცარი დაითხოვა და ახალი მწვრთნელი დანიშნა

„ტორინო” ოფიციალურად გამოეთხოვა მთავარ მწვრთნელს ვალტერ მაცარის. ტურინულმა კლუბმა ბოლო სამი მატჩი წააგო „ატალანტასთან“ (0:7), იტალიის თასზე „მილანთან” (2:4) და „ლეჩესთან” (0:4). სერია A-ს 22 ტურის შემდეგ, „ტორინო”  27 ქულით მე-12 ადგილზეა.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა მორენო ლენგო. ადრე, 43 წლის სპეციალისტი მუშაობდა „ტორინოს” იუნიორებისა და ახალგაზრდების გუნდში, ასევე მთავარი მწვრთნელი იყო „პრო ვერჩელიში” და „ფროზინონეში”. ლენგოსთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

მაცარი „ტორინოს” 2018 წლის იანვრიდან ედგა სათავეში და მას შემდეგ 37 მატჩი მოიგო, 24-ჯერ ითამაშა ფრედ და 27 წააგო.