გლადბახის ერთ-ერთი ლიდერი, ბელგიელი ნახევარმცველი ტორგან აზარი, ახალი სეზონიდან კარიერის გაგრძელებას დორტმუნდში გეგმავს.
26 წლის ფორვარდი უარს ამბობს ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. აზარს გლადბახთან ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აქვს და მის მსურველ კლუბს 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
უკვე ცნობილია, რომ ზაფხულში დორტმუნდი ჩელსში გაუშვებს ამერიკელ კრისტიან პულიშიჩს და ჩელსის ლიდერ ედენ აზარის ძმა მის შემცვლელად სჭირდება.