ტორბიორნ იაგლანდი - ევროსაბჭოდან რუსეთის, ევროკავშირიდან კი ბრიტანეთის გასვლამ, ევროპა შესაძლოა სერიოზულად შეარყიოს
ტორბიორნ იაგლანდი - ევროსაბჭოდან რუსეთის, ევროკავშირიდან კი ბრიტანეთის გასვლამ, ევროპა შესაძლოა სერიოზულად შეარყიოს

ევროსაბჭოდან რუსეთის, ევროკავშირიდან კი ბრიტანეთის გასვლამ, ევროპა შესაძლოა სერიოზულად შეარყიოს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა.

ტორბიორნ იაგლანდის თქმით, რუსეთს ევროსაბჭოში ხმის უფლება უნდა აღუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს ზაფხულში ორგანიზაციის დატოვება მოუწევს, რაც ევროპაში ახალ გამყოფ ხაზებს გააჩენს.

იაგლანდის განცხადებით, ევროსაბჭო ერთადერთი ადგილია, სადაც რუსეთი ევროპასთან სავალდებულო სამართლებრივი გზითაა მიბმული, წასვლის შემთხვევაში კი ევროპა სრულიად განსხვავებულ რუსეთს იხილავს.

რუსეთს ევროკავშირში ხმის უფლება უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევისთვის აქვს შეჩერებული. მოსკოვმა მოგვიანებით ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა, რაც ევროსაბჭოს ბიუჯეტის შვიდ პროცენტს შეადგენდა.