ტოპ-5 ქვეყნების ლიგებში ყველაზე შედეგიანი სერია A იყო, ყველაზე დაბალშედეგიანი - ლა ლიგა #1TVSPORT
ტოპ-5 ქვეყნების ლიგებში ყველაზე შედეგიანი სერია A იყო, ყველაზე დაბალშედეგიანი - ლა ლიგა #1TVSPORT

სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ 2020-21 წლების სეზონში TOP-5 ქვეყნების ჩემპიონატების საშუალო შედეგიანობა შეადარა.

საშუალოდ მატჩში ყველაზე მეტი გოლი იტალიაში გადიოდა – 3.1. სერია A-ში 380 მატჩში 1160 გოლი გავიდა.

სიაში მეორე ადგილი დაიკავა გერმანიის ბუნდესლიგამ – საშუალოდ სამი გოლი (306 მატჩში 928 გოლი) თამაშში. მესამე იყო საფრანგეთის ლიგა 1 – 2.8 (380 მატჩში 1049 გოლი), მეოთხეზე გავიდა ინგლისის პრემიერლიგა – 2.7 (380 მატჩში 1024 გოლი).

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ესპანეთის ლა ლიგაში – 2.5 გოლი მატჩში (380 მატჩში 953 გოლი).