TOP5 ქვეყნების კლუბებს შორის „რეალი“ ლიდერია გაყიდული მაისურების რაოდენობით #1TVSPORT
TOP5 ქვეყნების კლუბებს შორის „რეალი“ ლიდერია გაყიდული მაისურების რაოდენობით #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ პლატფორმა Amazon-ზე ყველაზე მეტი გამოიმუშავა მაისურების გაყიდვით.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მადრიდელებმა 3.3 მილიონი ევროს ღირებულების მაისურები გაყიდეს – ეს საუკეთესო მაჩვენებელია ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ კლუბებს შორის. 2018 წელთან შედარებით, ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა.

გაყიდვებით მეორე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენი“ – 2.2 მილიონი ევრო, მესამეზე „მილანი“ – 1.5 მილიონი. „ბარსელონა“ მეექვსეა 700 ათასი ევროთი.