TOP100-ის ყოფილი მოთამაშე სამუდამოდ ჩამოაშორეს ჩოგბურთს ჩაწყობილი მატჩების გამო
TOP100-ის ყოფილი მოთამაშე სამუდამოდ ჩამოაშორეს ჩოგბურთს ჩაწყობილი მატჩების გამო

ბრაზილიელი ჩოგბურთელი ჟოაო სოუზა სამუდამოდ არის დისკვალიფიცირებული დიდი სპორტიდან. გარდა ამისა, ის 200 ათასი დოლარით დაჯარმდა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილოებისთვის.

სააგენტო TIU-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა მსოფლიოს ყოფილი 69-ე ნომრის ბრალეულობა. 2015-19 წლებში, ბრაზილიელმა გარიგებულ მატჩებში მიიღო მონაწილეობა „ჩელენჯერებისა” და „ფიუჩერსების” ტურნირებზე ბრაზილიაში, მექსიკაში, აშშ-სა და ჩეხეთში.

ასევე ის სხვა ჩოგბურთელებს უბიძგებდა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაში და ანადგურებდა სამხილებს.

თავდაპირველად სოუზას დისკვალიფიკაცია მისცეს 2019 წლის აპრილში, მაგრამ მომდევნო დღეს გააუქმეს გადაწყვეტილება.

დატოვე კომენტარი