ტოპ-5 მოგერიებიდან საუკეთესო მამარდაშვილისაა - გიორგი ლა ლიგაში ისევ გამოარჩიეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში ისევ გამოარჩიეს. „ვალენსიას“ ქართველი მეკარის სეივი ლა ლიგის მიერ შედგენილ თვის საუკეთესოებში პირველ ადგილზე დაასახელეს.

ეს ლა ლიგის მე-5 ტურში მოხდა. „რაიო ვალეკანომ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მაგრამ რომ არა ამ და სხვა ეპიზოდებში ქართველი კიპერის საიმედო თამაში, „ვალენსიას“ მეტის გაშვებაც შეეძლო.

გიორგიმ ჯერ მასთან პირისპირ დარჩენილ „რაიო ვალეკანოს“ შემტევს არ გაატანინა, შემდეგ კი დამატებაზე უძლიერესი დარტყმა მოიგერია და მიუხედავად იმისა, რომ ამ ნომინაციაში სერიოზული კონკურენტები ჰყავდა, საუკეთესო მაინც მამარდაშვილის სეივი დაასახელეს.

თუმცა, ტოპ-5-ში გიორგის მხოლოდ ეს სეივი არ გამოარჩიეს. მესამე ადგილზე გავიდა „ვალენსია“-„სელტას“ შეხვედრის დროს მომხდარი ეპიზოდიც, როდესაც მეორე ტაიმში „სელტას“ თავდამსხმელმა ახლოდან აუღებელი დაურტყა, მაგრამ მამარდაშვილმა თავური დარტყმის მოგერიება მოახერხა.

5. ალექს რემირო, რეალი სოსიედადი – მადრიდის ატლეტიკო

4. ედგარ ბადია, ელჩეატლეტიკი

3. გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია – სელტა

2. რუი სილვა, მადრიდის რეალი – ბეტისი

1. გიორგი მამარდაშვილი, რაიო ვალეკანო – ვალენსია