ტოპ-5 გავლენიანი ქალი სპორტის ინდუსტრიაში #1TVSPORT
ტოპ-5 გავლენიანი ქალი სპორტის ინდუსტრიაში #1TVSPORT

სოციალური რეფორმებისთვის ბრძოლა, არაერთ სპორტსმენს დაუსახავს მიზნად. ქვემოთ გაგაცნობთ ხუთ ყველაზე ცნობილ ქალს, რომლებმაც სპორტული კარიერის დამთავრებისთანავე დაიწყეს ბრძოლა სოციალური თანასწორობისთვის.

 

ბილი ჯინ კინგი

ჩოგბურთის ლეგენდა და სოციალური აქტივისტი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩოგბურთელი ისტორიაში. კინგმა სიცოცხლე მიუძღვნა ცვლილებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლას, გამოიყენა მისი მოედანზე არსებული უნარები ქალ სპორტსმენებისადმი პატივისცემისა და აღიარებისათვის.

კინგი არის პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მიიღო საპრეზიდენტო მედალი თავისუფლებისთვის; პირველი ქალი, რომელსაც ჰქონდა თავისი სახელობის ჩოგბურთის ცენტრი ნიუ იორკში; სულ ცოტა ხნის წინ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ყოველწლიური გუნდური შეჯიბრი „ბილი ჯინ კინგის თასი“ მის საპატივცემულოდ დააარსა.

76 წლის ასაკში, კინგმა არ შეწყვიტა თავისი სოციალური აქტივობები და განაგრძო ბრძოლა სპორტში თანაბარი ანაზღაურებისათვის.

 

მაია მური

მინესოტა  ლინქსის ფორვარდი

ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის ჩემპიონი და 2014 წლის MVP მაია მური იბრძვის სამართლიანობისთვის და იყენებს თავის პლატფორმებს სოციალური ცვლილებებისთვის.

მას შემდეგ, რაც მურმა კალათბურთს თავი დაანება 2019 წლის დასაწყისში, გახდა ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით.

ის მონაწილეობას იღებდა ჯონათან აირონსის გათავისუფლებაში –  საბოლოოდ 2020  წელს ის ციხიდან გამოიყვანა და მასზე იქორწინა კიდეც.

 

მიშელ რობერტსი

აღმასრულებელი დირექტორი, კალათბურთელთა ეროვნული ასოციაცია

სამხრეთ ბრონქსის მცხოვრებმა მიშელ რობერტსმა უზრუნველყო ხელფასების ზრდა და უკეთესი გრაფიკი NBA-ის მოთამაშეებისთვის, რომლებსაც იგი წარმოადგენს.

მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ იგი დატოვებს თავის თანამდებობას, მაგრამ როდესაც კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა და NBA-ის სეზონი 11 მარტს დაიხურა, რობერტსმა შეაჩერა საპენსიო გეგმები და მის მთავარ საზრუნავად მოთამაშეთა ხელსეწყობა იქცა. რობერტსი იყო ინიციატორი ინიციატორი მოლაპარაკებებისა, რომლის მიზანი სოციალური თანასწორობაა (მათ შორის black lives matter).

 

დორის ბურკი

ანალიტიკოსი და ჟურნალისტი, ESPN

ბურკი ESPN მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც აუდიტორიასთან კავშირის დამყარების შესანიშნავი უნარი. მან შექმნა ისტორია თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში, გახდა პირველი ქალი, რომელსაც NBA-ის დიდების დარბაზის მიერ მიენიჭა Curt Gowdy მედია ჯილდო.

NBA–ის სატელევიზიო ანალიტიკოსი პირველი ქალია (ESPN და ABC–ზე).

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პირველი. ეს შემთხვევითობა არ არის – ხელი ჩემმა განვლილმა კარიერამ შეუწყო“, – განუცხადა ბურკმა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემას 2020 წლის სექტემბერში. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ სამყაროში ქალების როლი იზრდება.

 

ალექს სკოტი

არსენალის ყოფილი ფეხბურთელი , სპორტული ჟურნალისტი

ალექს სკოტი „არსენალში“ მარჯვენა მცველად თამაშობდა, იყო ინგლისის ეროვნული გუნდის წევრი 13 წლის განმავლობაში. გაერთიანებული სამეფოს ღირსება დაიცვა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე.

ის ამჟამად ინგლისურ ტელევიზიაში სხვადასხვა სპორტული გადაცემების წამყვანია. გამოჩნდა შოუებში, როგორიცაა Soccer AM, BBC Sport, BT Sport ან Sky Sports. 2016 წელს – სერიალში Mission Survive რომელიც მან მოიგო.

2018 წელს იგი გახდა BBC–ის პირველი ქალი ექსპერტი. სკოტი ასევე მიიწვიეს ინგლისურ გაზეთ Morning Star– ში ქალთა ფეხბურთის ყოველკვირეული სვეტის დასაწერად.

ის რეგულარულად ექვემდებარება სექსისტურ თავდასხმებს სოციალური მედიის საშუალებით. BBC-ის ექსპერტი საჯაროდ საუბრობდა სექსისტური შეურაცხყოფის შესახებ.

2021 წელს ალექს სკოტი BBC-ის სპორტული გადაცემის Football focus-ის პირველი ქალი წამყვანი გახდა. იგი კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ქალმა კარიერის დასრულების შემდეგ წარმატებული კარიერა ჰქონდეს.