კვირას, ლა ლიგას მე-8 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად 1:4 წააგო „სევილიასთან“. ეს კატალონური კლუბის პირველი მარცხი იყო მიმდინარე ჩემპიონატში.
ასე რომ, მორიგი სათამაშო უქმეების შემდეგ, სანაკრებო პაუზის წინ, TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთ) მხოლოდ ოთხი გუნდი რჩება დაუმარცხებელი. ესენი არიან: „იუვენტუსი“, „ატალანტა“, „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“.
აღსანიშნავია, რომ „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.