ტონი პარკერმა კარიერა დაასრულა
ტონი პარკერმა კარიერა დაასრულა

რამდენიმე წუთის წინ, ფრანგმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.


ცნობილი გამთამაშებელი კალათბურთიდან მიდის. ტონი პარკერი ექვსგზის „ყველა ვარსკვლავის“ გუნდის წევრია, მან „სან ანტონიო სპურსთან“ ერთად ოთხჯერ მოახერხა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, 2007 წელს კი ფინალური სერიის „ემ ვი პი“ (MVP) გახდა.

ცნობილმა ფრანგმა სპორტული კარიერის ძირითადი წლები სწორედ სან ანტონიოში გაატარა. 2018-2019 წლების სეზონზე კი „შარლოტში“ გადავიდა.