ტონი პარკერი შარლოტ ჰორნეტსში გადავიდა
ტონი პარკერი შარლოტ ჰორნეტსში გადავიდა

ფრანგმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა „შარლოტ ჰორნეტსში“ გადასვლა. მან ეს ნაბიჯი „სან-ანტონიოში“ 17 წლიანი თამაშის შემდეგ გადადგა.

„მე უბრალოდ მინდოდა რაიმე ახლის მოსინჯვა“, – ციტირებს „შარლოტის“ ოფიციალური საიტი. – „მე მივაღწიე ყველა მიზანს, რიმელიც დასახული ჰქონდა „სან-ანტონიოს“. ეს არაჩვეულებრივი გუნდია, მაგრამ მივხვდი, რომ მოვიდა სხვაგან წასვლის დრო“.