ტონი კროოსმა ისტორიაში საჯარიმოების 10 საუკეთესო შემსრულებელი დაასახელა #1TVSPORT
ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა შეადგინა ფეხბურთის ისტორიაში საჯარიმოების საუკეთესო შემსრულებლების რეიტინგი.
433-სთვის მიცემულ ინტერვიუში „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბრმად მიანიჭა შეთავაზებულ მოთამაშეებს ადგილები პირველიდან მეათე პოზიციამდე.
კროოსმა თავისი მოკრძალებულობით გააკვირვა ინტერვიუერი, როცა საკუთარი თავი მე-10 ადგილზე დააყენა.
გერმანელმა მოულოდნელად მეცხრე ადგილი მიანიჭა „რეალში“ ყოფილ თანაგუნდელს კრიშტიანო რონალდოს და ის უესლი სნეიდერზე (მე-8 ადგილი), ჰაქან ჩალჰანოგლუზე (7), რონალდინიოზე (6) და ლიონელ მესიზე (5) ქვემოთ დააყენა.
მეოთხე ადგილი ერგო ზინედინ ზიდანს, მესამე – დევიდ ბექჰემს, მეორე – ჟუნინიო პერნამბუკანოს. რაც შეეხება ისტორიაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელს, კროოსის აზრით ეს არის რობერტო კარლოსი.