ტონი კროოსი, შეიძლება, „რეალში“ დაბრუნდეს #1TVSPORT

14:15, 12.04.2026

მადრიდის „რეალი“ მუშაობს კლუბში ყოფილი ნახევარმცველის, ტონი კროოსის დაბრუნებაზე. მადრიდელებს სურთ, რომ გერმანელმა მათ სპორტულ სტრუქტურაში იმუშაოს. ამის შესახებ წერს გაზეთი AS-ი.

წყაროს ცნობით, ესპანურ გრანდში მიაჩნიათ, რომ კლუბის ყოველდღიურ მუშაობაში კროოსის წვლილი მას განვითარების საშუალებას მისცემს იმის მიუხედავად, რა თანამდებობას დაიკავებს „რეალში“. ხაზს უსვამენ, რომ ყოფილი ფეხბურთელის კლუბში დაბრუნებას პირადად ითხოვს პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, მაგრამ მომავალი თანამშრომლობის დეტალები ამ მომენტისთვის არ არის ცნობილი.

ტონი კროოსი „რეალში“ 2014-24 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა. ამ პერიოდში ნახევარმცველმა ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

მსგავსი