ტონი კროოსი შეიძლება „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს #1TVSPORT
ტონი კროოსი შეიძლება „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე გახდეს, – წერს გამოცემა Defensa Central.

აღნიშნავენ, რომ ინგლისის ჩემპიონი სერიოზულ ინტერესს იჩენს გერმანელის მიმართ და სურს ის ხელში ჩაიგდოს 2024 წლის ზაფხულში, როცა კროოსი თავისუფალი აგენტი გახდება.

„მანჩესტერ სიტი“ მზად არის გააორმაგოს ნახევარმცველის ხელფასი და მას წელიწადში 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.