ტონი კროოსი - ფეხბურთელები მარიონეტები არიან
ტონი კროოსი - ფეხბურთელები მარიონეტები არიან

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გააკრიტიკა უეფა და ფიფა ტოპ-გუნდებისთვის ძალიან გადატრვირთული გრაფიკის გამო.

„ამ სიტუაციაში მოთამაშეები – მხოლოდ ფიფასა და უეფას მარიონეტები არიან. იგონებენ ახალ ტურნირებს, მაგრამ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან.

რომ არსებობდეს ფეხბურთელთა პროფკავშირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, ჩვენ არ ვითამაშებდით ერთა ლიგაზე, არ ჩავატარებდით ესპანეთის სუპერთასის მატჩებს საუდის არაბეთში და არ მოვემზადებოდით კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის 20 გუნდამდე გაზრდისთვის.

მთელი ეს სისტემა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა რესურსი გამოვწუროთ ტურნირებიდან, მოთამაშეები კი ფიზიკურ ზღვრამდე მივიყვანოთ. ევროპული სუპერლიგა? ხანდახან უმჯობესია ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის“, – განაცხადა კროოსმა AP-სთვის მიცემულ კომენტარში.