ტონი კროოსი – დღეს გერმანიას არ ჰყავს მსოფლიო დონის არცერთი ფეხბურთელი #1TVSPORT

07:55, 05.07.2026

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა გააკრიტიკა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელთა დონე მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევი გავარდნის შემდეგ. ბუნდესნაკრები 1/16-ფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში (1:1, 3:4) დამარცხდა.

„დღეს ჩვენ არ გვყავს მსოფლიო დონის არცერთი ფეხბურთელი. ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი, გახდნენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ასეთები არიან.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში სწორედ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები წყვეტენ საბოლოო შედეგს. სწორედ ისინი არიან ბომბარდირთა სიის სათავეში – იქ, სადაც უნდა იყვნენ ასეთი დონის მოთამაშეები. ჩვენგან იქ არცერთი არ არის. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ ეს ფაქტი“, – განაცხადა კროოსმა.

მსგავსი