ტონი ფერგიუსონმა დონალდ სერონე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა
ტონი ფერგიუსონმა დონალდ სერონე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) მორიგი გამარჯვება მოიპოვა ტონი ფერგიუსონმა (26-3). „ელ კუკუი“ დონალდ სერონეს (36-12) დაუპირისპირდა და ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

პირველი რაუნდი სერონეს მცირე უპირატესობით წარიმართა. მეორე რაუნდში კი ტონი გააქტიურდა. „კავბოის“ რამდენიმე მძიმე დარტყმა მოხვდა და მეორე რაუნდში ცხვირი გაუტყდა, რის გამოც მსაჯმა მას მესამე რაუნდში ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცა.

ფერგიუსონის მომდევნო მეტოქე, სავარაუდოდ, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და დასტინ პორიეს შორის გამარჯვებული იქნება. ტონის 12 ბრძოლაა არ წაუგია.