ტონი ფერგიუსონმა და ჯასტინ გეიჯიმ წონები ჩააბარეს
ტონი ფერგიუსონმა და ჯასტინ გეიჯიმ წონები ჩააბარეს

ამ წუთებში ჯექსონვილშიიუ-ეფ-სი 249-ზე“ (UFC 249) მონაწილე მებრძოლების აწონვის პროცედურა მიმდინარეობს. წონები წარმატებით ჩააბარეს ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა ტონი ფერგიუსონმა (155 ფუნტი) და ჯასტინ გეიჯიმ (155 პუნტი).

ტონი ფერგიუსონს (25-3) აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე ბოლო 12 ბრძოლიდან ყველა აქვს მოგებული. რაც შეეხება ჯასტინ გეიჯის (21-2), „ჰაილაითმა“ ბოლო სამი ბრძოლა შთამბეჭდავი ნოკაუტებით დაასრულა. კოლორადოელი სპორტსმენისთვის ფერგიუსონთან დაპირისპირება კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა.

წონები ჩააბარეს ასევე მეორე სატიტული ბრძოლის მონაწილეებმაც. ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ (15-2) სასწორზე 135 ფუნტი დააფიქსირა. ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა დომინიკ კრუზსაც (22-2). შეგახსენებთ, რომ კრუზი UFC-ის ოქტაგონზე 2016 წლის 30 დეკემბერის შემდეგ არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ წონის ჩაბარება ვერ შეძლო ჯერემი სტეფენსმა, რომელიც კელვინ კატარს დაუპირისპირდება. მისი წონა 150.5 ფუნტი იყო, რაც ქვემსუბუქი დივიზიონისთვის (featherweight) დაუშვებელი მაჩვენებელია.