ტომას პარტეის გაუპატიურების ხუთ ეპიზოდში წაუყენეს ბრალი #1TVSPORT
ტომას პარტეის გაუპატიურების ხუთ ეპიზოდში წაუყენეს ბრალი #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი ნახევარმცველი ტომას პარტეი გაუპატიურების ხუთ ეპიზოდშია ბრალდებული. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის საპროკურორო სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი.

იტყობინებიან, რომ ეს ბრალდებები ეხება სამ სხვადასხვა ქალს, რომლებმაც მომხდარის შესახებ 2021-22 წლების პერიოდში განაცხადეს. პარტეი ვესტმინსტერის სასამართლოს წინაშე 2025 წლის 5 აგვისტოს წარსდგება.

„სამეფო პროკურატურამ მტკიცებულებების ვრცელი პაკეტის დაწვრილებითი შესწავლის შემდეგ გასცა სანქცია ტომას პარტეის პასუხისგებაში მიცემაზე გაუპატიურების ბრალდების რამდენიმე პუნქტით. ჩვენი პროკურორები მუშაობდნენ დედაქალაქის პოლიციასთან შეთანხმებით, რომელმაც ჩაატარა გამოძიება, შეისწავლა მტკიცებულებები და გასცა რეკომენდაციები შესაბამისი ბრალდების გამოსატანად.

ვახსენებთ ყველას, რომ სისხლის სამართლის საქმე წარმოებაშია და ბრალდებულს უფლება აქვს სამართლიან სასამართლო გარჩევაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს განცხადება გამოიწვევს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ რეზონანსს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტში არ გამოქვეყნდეს შეტყობინებები, კომენტარები ან ინფორმაცია, რამაც რაღაცნაირად შეიძლება გავლენა იქონიოს საქმის გარჩევაზე“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.