ტომას პარტეის „არსენალში“ გადასვლა სურს
ტომას პარტეის „არსენალში“ გადასვლა სურს

მადრიდის „ატლეტიკოს“ განელმა ნახევარმცველმა ტომას პარტეიმ თავის გარემოცვას გამოუცხადა, რომ ლონდონის „არსენალში“ სურს კარიერის გაგრძელება. ამის შესახებ გაზეთმა „ტელეგრაფმა“ დაწერა.

ამ ფეხბურთელის შეძენით პირადად არის დაინტერესებული ლონდონელთა დამრიგებელი მიკელ არტეტა. პარტეის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 51 მილიონი ევრო, მაგრამ კლუბებმა, შესაძლოა გაცვლა განახორციელონ და „ატლეტიკოში“ აღმოჩნდეს „არსენალის“ ფრანგი ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი.

პარტეი „ატლეტიკოს“ სისტემაში 2012 წლიდანაა. მას ამ გუნდში მოგებული აქვს ევროპის ლიგა და უეფა-ს სუპერთასი. მიმდინარე სეზონში განელმა 24 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი