ტომას პარტეი კარიერას „ვილიარეალის“ შემადგენლობაში გააგრძელებს #1TVSPORT
ტომას პარტეი კარიერას „ვილიარეალის“ შემადგენლობაში გააგრძელებს #1TVSPORT

ტომას პარტეი კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს, განელი ნახევარმცველი ესპანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, – ინფორმაციას ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი ავრცელებს.

როგორც ორშტეინი წერს, 32 წლის ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

პარტეი სერიოზული სამართლებრივი ბრალდებების ეპიცენტრშია – მას გაუპატიურების ხუთ და სექსუალური შევიწროების ერთ საქმეში წარუდგინეს ბრალი, თუმცა ფეხბურთელი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

საქმეზე გამოძიება 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში პარტეი „არსენალში“ თამაშობდა. მან ინგლისური კლუბი გასული სეზონის შემდეგ, კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვა.