ტომას პარტეი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს #1TVSPORT
განის ეროვნული გუნდის კაპიტანი ტომას პარტეი კარიერას საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენელ „ალ-შაბაბში“ გააგრძელებს.
33 წლის ფეხბურთელი არაბულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. გასულ სეზონში მან „ვილიარეალის“ მაისურით 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
კარიერის მანძილზე ტომას პარტეი ასევე თამაშობდა ლონდონის „არსენალში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „ალმერიასა“ და „მალიორკში“.
განის ნაკრებთან ერთად პარტეიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.