თომას მიულერს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს
თომას მიულერს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს

„ბაიერნის“ შემტევ ნახევარმცველ თომას მიულერს ზამთრის უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა აქვს განზრახული. როგორც გაზეთი „დეილი მეილი“ წერს, 30 წლის გერმანელის აგენტი უკვე დაუკავშირდა ინგლისურ კლუბს და განიხილა შესაძლო ტრანსფერი.

ადრე მიულერმა არაერთხელ მიანიშნა იმის შესახებ, რომ არ აწყობს „ბაიერნში“ მისი დღევანდელი როლი, რადგან დაკარგული აქვს ადგილი ძირითად შემადგენლობაში. „მანჩესტერ იუნაიტედი“ წინა წლებში იჩენდა ინტერესს მიულერის მიმართ, იანვარში კი ინგლისური კლუბი შემადგენლობის მნიშვნელოვან გადახალისებას აპირებს.

დატოვე კომენტარი