თომას მიულერმა შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიადაზე ითამაშოს
თომას მიულერმა შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიადაზე ითამაშოს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი თომას მიულერი, შესაძლოა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდეს, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „ბილდმა“.

წყაროს ცნობით, 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელი შტეფან კუნცი მზად არის 30 წლის ფორვარდი შეიყვანოს 2020 წლის ოლიმპიადაზე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში. რეგლამენტის მიხედვით, ოლიმპიურ თამაშებზე ნაკრებებში თამაშობენ მხოლოდ 23-წლამდელი ფეხბურთელები, მაგრამ ნებადართულია განაცხადში სამი ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელის შეყვანა.

იმ შემთხვევაში, თუ მიულერი ითამაშებს ოლიმპიადაზე, ფორვარდი გამოტოვებს „ბაიერნთან” ერთად წინასასეზონო მზადების ნაწილს, აგრეთვე, ბუნდესლიგის ახალი სეზონის სტარტს.