თომას მიულერმა კანადის ჩემპიონატი მოიგო და ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
თომას მიულერი ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა. „ბაიერნის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კარიერაში 35-ე ტიტული მოიპოვა.
„ვანკუვერ უაიტკეპსმა“, სადაც მიულერი ზაფხულში გადავიდა, კანადის ჩემპიონატის ფინალში „ვანკუვერი“ 4:2 დაამარცხა. მიულერმა მე-10 წუთზე პენალტი გამოიყენა.
ეს გამარჯვება MLS-ის კლუბს საშუალებას მისცემს მომდევნო სეზონში კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
გასულ სეზონში ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, თომას მიულერი გაუთანაბრდა ტიტულების რაოდენობით (34) ტონი კროოსს. ახლა კი 36 წლის ნახევარმცველი რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.