თომას მიულერი „ვანკუვერ უაიტკეპსში“ გადავიდა #1TVSPORT
თომას მიულერი „ვანკუვერ უაიტკეპსში“ გადავიდა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი თომას მიულერი კარიერას MLS-ის კანადურ კლუბში, „ვანკუვერ უაიტკეპსში“ გააგრძელებს.

35 წლის ფეხბურთელმა 2025 წლის სეზონისთვის გააფორმა კონტრაქტი, რომელშიც არის პუნქტი ხელშეკრულების 2026 წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ.

მიულერი შეუერთდება გუნდს ტრანსფერის ოფიციალური დასრულებისა და ვიზის მიღების შემდეგ. გერმანელის გაფორმებისთვის „ვანკუვერმა“ გამოისყიდა „ცინცინატისგან“ მიულერთან კონტრაქტის პრიორიტეტი.

თომას მიულერმა მთელი კარიერა „ბაიერნის“ რიგებში გაატარა და გუნდთან ერთად 33 ტიტული მოიგო.