ტომას მიულერი საფეხბურთო კარიერას MLS-ში გააგრძელებს #1TVSPORT
ტომას მიულერი საფეხბურთო კარიერას MLS-ში გააგრძელებს #1TVSPORT

გერმანელი ფეხბურთელი ტომას მიულერი კარიერას MLS-ის კანადურ გუნდში, „ვანკუვერ უაითკეპსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი წერს, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

35 წლის მიულერმა მიუნხენის „ბაიერნი“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

მიულერს „ბაიერნის“ შემადგენლობაში 754 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 13-ჯერ ბუნდესლიგა, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.